რეზონანსი
24.01.2025

როგორც ჩანს, დიფ სთეითს და სხვა ძალებს კვლავ დარჩათ გარკვეული რესურსები, რომ ყველაფერი გააკეთონ კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილებისთვის, ოღონდ ეს ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს რევოლუციის გზით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ სლოვაკეთში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს ექსპერტთა ის ჯგუფი, რომელმაც „მაიდანი“ მოაწყო უკრაინაში და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდა საქართველოშიც.

„მათ შორის საქართველოში იყო და არის ამის მცდელობა, იგივე შეიძლება ითქვას სლოვაკეთთან მიმართებითაც, თუმცა, არცერთ მათ გეგმას ასრულება არ უწერია, რადგან ის პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა სამშვიდობო პოლიტიკასთან, იცით რომ ახლა შეიცვალა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მოიწვია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ფერად რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×