რეზონანსი
23.01.2025

სტადიონის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„დღეს გვქონდა საუბარი ლოკაციაზე და სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია განვიხილეთ. ჩვენ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დაველოდებით ჰოლანდიურ კომპანიას, მათი რჩევა იქნება მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, ლოკაციის შერჩევის პროცესშიც. ერთ-ერთი მისია ამ კომპანიის იქნება ის, რომ უნდა დაგვეხმაროს ლოკაციის შერჩევაში. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება ქალაქის გარეუბანი. ეს არის თანამედროვე სტანდარტი იმისათვის, რომ ლოჯისტიკურად იყოს ადვილად მისასვლელი შესაბამის ლოკაციამდე. ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით. დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×