რეზონანსი
23.01.2025

გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაშია აღნიშნული აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.

როგორც ილია მეორე აღნიშნავს, ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.

„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. „ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს" (ფს. 39:5).

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო.

ღრმა პატივისცემით

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის",- აღნიშნულია მილოცვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×