რეზონანსი
23.01.2025

ნანა ჯანელიძე აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი სიცოცხლის ძალას ებრძვის, მაგრამ ვერ მოერევა, რადგან მის უკან სიკვდილი დგას".

„ივანიშვილი დიდი სიყვარულით, ნდობით მოვიდა, როგორც მმართველი. ძალიან ბევრი ქველმოქმედება აქვს მას ჩადენილი თავის დროზე. როგორ მოახერხა, რომ ამხელა სიყვარულის კაპიტალი ასე გაფლანგა და, ფაქტობრივად, დარჩა გატეხილ ვარცლთან. მას ხალხი გამოეცალა, ემსახურებიან ისინი, ვისაც ხელფასს უხდის. ამხელა სიყვარულის შენობა, რომელიც მან ააშენა, შემოენგრა და აღმოჩნდა, რომ არაფრის მფლობელი არ არის. ივანიშვილი არაჩვეულებრივ ძალას ებრძვის. შეუძლებელია ამის დამარცხება. ეს არის სიცოცხლის ძალა და ივანიშვილის უკან სიკვდილი დგას", - თქვა "ტვ პირველის" ეთერში ნანა ჯანელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×