რეზონანსი
22.01.2025

 გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ აშაფენბურგში დანით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

ინფრომაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს.

თავდასხმა ბავარიის რეგიონის ქალაქის ცენტრთან მდებარე პარკში მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 28 წლის ეჭვმიტანილი.

პოლიციის ცნობით, ის წარმოშობით ავღანეთიდანაა. თავდასხმის მოტივი უცნობია. მედიის ცნობით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიცია აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×