რეზონანსი
22.01.2025

 ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა.

„ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპო, როცა მე ვტოვებ ამ წმინდა თანამდებობას, მინდა, გისურვოთ შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამერიკელი ხალხი და მსოფლიოს გარშემო მყოფი ხალხი ამ ოფისისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში. მე ვლოცულობ, რომ მომავალი წლები იყოს დრო კეთილდღეობის, მშვიდობისა და მადლიერების ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს ძვირფას ქვეყანას დაარსების დღიდან", - წერია ბაიდენის მიერ დატოვებულ წერილში.

ტრამპის თქმით, წერილი შთამაგონებელი და კარგი იყო, ასევე ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის აფასებს ბაიდენის ამ ჟესტს.

მანამდე, წერილის შინაარსის შესახებ ჰკითხეს ჯო ბაიდენს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს ტრამპსა და მის შორის დარჩებოდა.

ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წინამორბედი პრეზიდენტი ახალ პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში წერილს უტოვებს. ეს ტრადიცია რონალდ რეიგანმა 1989 წელს დაამკვიდრა, როდესაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჯორჯ ბუშ უფროსს წერილი დაუტოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×