რეზონანსი
22.01.2025

 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიcომ მოიწვია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ „უცხოელი ექსპერტების" მონაწილეობით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ფერადი რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას. სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს. ჩვენ მივიღებთ პრევენციულ ზომებს", - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა შეიძლება განხორციელდეს ქუჩის აქციების მოწყობითა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×