რეზონანსი
22.01.2025

 მე არ ვცდილობ რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში. მე ვაპირებ რუსეთს, რომლის ეკონომიკა ნადგურდება, და პრეზიდენტ პუტინს სამსახური გავუწიო.

მოაგვარეთ კონფლიქტი ახლა და შეაჩერეთ ეს უაზრო ომი! [სიტუაცია] მხოლოდ გაუარესდება. თუ ჩვენ არ მივაღწევთ „გარიგებას" და არ ვიზამთ ამას მალე, სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

დავასრულოთ ეს ომი, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი გზით, ან რთული გზით. მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. დროა გავაფორმოთ "შეთანხმება". მეტი აღარავინ უნდა დაიღუპოს!", - დაწერა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×