რეზონანსი
22.01.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიმ თბილისის პროკურატურა დატოვა. გახარია უწყებაში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გახარიას მედიასთან გამოკითხვის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, ამ თემაზე ხვალ ბრიფინგს გამართავს.

გიორგი გახარიას გამოკითხვა, სავარაუდოდ, 15 იანვარს „შერატონ ბათუმში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×