რეზონანსი
22.01.2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს -  განაცხადა აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS Mornings-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

"კონფლიქტი უნდა დასრულდეს და შეერთებული შტატების პოლიტიკის მიზანი არის მისი დასრულება. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ მის სტაბილურ დასრულებას, ანუ, არ გვინდა მხოლოდ კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ განახლდეს ორი, სამი ან ოთხი წლის შემდეგ. ჩვენ გვინდა სტაბილურობის უზრუნველყოფა“ - ამბობს სახელმწიფო მდივანი. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა დიდ საფასურს იხდის თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურითა და ადამიანების სიცოცხლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×