რეზონანსი
22.01.2025

ვფიქრობ, რომ ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

როგორც ბრაიზამ აღნიშნა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დაარწმუნონ აქციის მონაწილეთა მხარდაჭერის აუცილებლობაში, თუმცა, თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას იტყვიან უილსონი და კონგრესის სხვა წევრები.

"არის შესაძლებლობა, რომ უილსონის მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება, საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული "რესპუბლიკელია", როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის სხვადასხვა წევრები." - განაცხადა ბრაიზამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×