რეზონანსი
22.01.2025

ალაპარაკდება თუ  კესარია ბარამიძის მკვლელობაში ბრალდებული?! - მოდელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზშია.   ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა ემუქრება. 

გახმაურებული მკვლელობის  განხილვა კი დასკვნით ეტაპზეა. 

 ბექა ჯაიანის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს შუამდგომლობით მიმართავს, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, სხდომა თავიდან ბოლომდე დაიხუროს, რადგან, მისი თქმით, უნდა განიხილონ ვიდეო მტკიცებულებები, პირადი მიმოწერები, რომელიც პირადი ხასიათის ინფორმაციას ატარებს. 

პროცესის დახურვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში გასული წლის 23 დეკემბერს დატოვა.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯაიანს პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა და კაცს ბრალი 126-ე მუხლით წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

23 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ჯაიანმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და აღნიშნა, რომ მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ სცნობს. იმ ნაწილში, სადაც საუბარია კესარია აბრამიძის გენდერის თვალსაზრისით სისტემატურად ცემის ეპიზოდზე, ჯაიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×