რეზონანსი
22.01.2025

ჩვენთვის აბსურდულ კრიტიკას, რომელსაც წინ ხუთი აბსურდული რეზოლუცია უსწრებდა, არანაირი ფასი და ღირებულება არ გააჩნია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

„ამ არაფრისმომცემ, აბსურდულ რეზოლუციებს, განცხადებებს, კრიტიკას, რასაც ევროპარლამენტიდან ვისმენთ, არანაირი მნიშვნელობა და ძალა არ გააჩნია. სრულიად ცდება დღევანდელი ევროპარლამენტი იმ გამოწვევებს, რაც მსოფლიოში არსებობს. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით არიან აბსოლუტურად აცდენილები რაციონალიზმის საფუძვლებს და ნიადაგს. ჩვენთვის აბსურდულ კრიტიკას, რომელსაც წინ ხუთი აბსურდული რეზოლუცია უსწრებდა, არანაირი ფასი და ღირებულება არ გააჩნია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×