რეზონანსი
22.01.2025

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი საამაყო კოლეგის, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქირურგის ვიტალი სავანელის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ვიტალი სავანელი 30 წელზე მეტი ერთგულად ემსახურებოდა თავის პროფესიას. ამ ხნის განმავლობაში საქმისადმი თავდადებით, პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით გორელი ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მის სახელს უკავშირდება უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი.

დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს. ვიტალი სავანელი ძალიან დააკლდება ჩვენს კლინიკას, მთელს სამედიცინო საზოგადოებას და ქალაქს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×