
უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ნებისმიერი ჰუმანური აქტი არის მისასალმებელი და რატომღაც, ჩვენი ოპოზიციისთვის პატიმრების გათავისუფლება არის არა ჰუმანური აქტი, არამედ პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
მისი განმარტებით, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გამოსცემდა შეწყალების აქტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
"ნებისმიერი ჰუმანური აქტი არის მისასალმებელი და რატომღაც, ჩვენი ოპოზიციისთვის პატიმრების გათავისუფლება არის არა ჰუმანური აქტი, არამედ პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ასეთი ჰუმანური აქტისთვის. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილს ბოლო წლების განმავლობაში არ გამოუყენებია ეს მექანიზმი. ამიტომ, ასეთი ჰუმანური აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრეზიდენტისგან ჰქონდა საზოგადოებას მოლოდინი, რომ ის გამოსცემდა შეწყალების აქტს", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.