
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თეთრ სახლში მუშაობის დაწყების შედეგ ის აპირებს, რომ გაასაჯაროოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის, მისი ძმის, სენატორის რობერტ კენედისა და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლის მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების მასალები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვაპირებთ, გავასაჯაროოთ დარჩენილი ჩანაწერები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის, ასევე დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს და ჩვენთვის დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა თემებს. ეს ყველაფერი გასაჯაროვდება“, – ციტირებს სააგენტო ტრამპს.
როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპს არ უთქვამს, კონკრეტულად რა დოკუმენტებს გაასაჯაროებს და მოუხსნის თუ არა მათ გრიფს საიდუმლოს.