რეზონანსი
20.01.2025

ინაუგურაციის შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას ველოდებით, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დამარცხებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაეტოვებინა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„თქვენ იცით, ორი მთავარი მიზეზი, რასაც გვსაყვედურობენ. ეს არის: მშვიდობის შენარჩუნება და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობა. თქვენ იცით, რომ ტრამპის მთავარი ამოცანა არის სწორედ მშვიდობის შენარჩუნება მთელს მსოფლიოში და ასევე, კონგრესში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ ორ სქესს და აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა. აქ ჩვენი ინტერესების თანხვედრაა“, - განაცხადა ბოჟაძემ.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×