რეზონანსი
19.01.2025

დღეიდან აშშ-ის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმდიდრესი ქვეყნის პირველ პირად დონალდ ტრამპი ამერიკელ ოლიგარქთა (მულტიმილიარდელების გავლენიანი ჯგუფის) მხარდაჭერით გამწესდა, მისი განცხადებები მხოლოდ დეკლარაციებად არ დარჩება. არადა, ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე გაამხილა, არა მარტო გრენლანდიისა და პანამის, არამედ კანადის, ფაქტობრივად, მიერთების განზრახვა, რისთვისაც ეკონომიკურ და სამხედრო „სპეცოპერაციების“ გამოიყენებას არ მოერიოდება... 

ცნობილი გახდა, რომ ტრამპი პუტინთანაც გეგმავს შეხვედრას სლავების დაპირისპირების დასასრულებლად, რომელმაც, ფაქტობრივად, მსოფლიოში ტერიტორიების მორიგ გადანაწილებას დაუდო სათავე. 

გლობალური „მართვადი ქაოსი“ ვის ინტერესებშია, ცალკე მსჯელობის თემაა, ამჯერად საქართველოსთან მიმართებით არსებულ გამოწვევებზე გავამხილებ ყურადღებას. 

ცხადია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მესვეურებიც ელოდებიან თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესის დასაცავად. თუმცა, ვინაიდან პარტიული არ ვარ, ნაკლებად მაღელვებს, „ქოცებს“ დაუჭერს მხარს თუ „ნაცებს“, მთავარია, „პოლარიზაციას“ ან მორიგ „ფერად რევოლუციას“ ქვეყანა არ შეეწიროს... არადა, ამერიკელებს ჯერ კიდევ 1918 წელს ჰქონიათ გეგმა, ამიერკავკასიაში მხოლოდ ორი სახელმწიფო დარჩენილიყო (თურქეთი და სომხეთი), ხოლო უკრაინის ტერიტორიაზე ებრაელები დასახლებულიყვნენ...

თითქოს არავინ ელოდა, მაგრამ რუსეთმა სირია, ფაქტობრივად, თურქეთისა და ირანის ინტერესებში დათმო (თუმცა სამხედრო ბაზები შეინარჩუნა), ხოლო 17 იანვარს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება. ახლახან კი სომხეთი ოფიციალურად გახდა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი (არაოფიციალურდ ყოველთვის იყო...) და სანქციების მიიუხედავად, ირანის გავლით იღებს საფრანგეთის მიერ წარმოებულ იარაღს... 

ფაქტია მსოფლიოში უდიდესი ატომური ელექტროსადგური რუსეთმა თურქეთში ააშენა. აზერბაიჯანს ყარაბახი დაუთმო და „სამშვიდობოებიც“ გაიყვანა. ისიც ცნობილია, რომ საქართველოში ათეულობით რუსული სამხედრო ბაზაა, თბილისიდან კავკასიონამდე ასიოდე კილომეტრია, ხოლო რუსული რაკეტები უკვე 200-300 კმ-დან ანადგურებენ ამერიკულ „აბრამსებს“. თან რუსები უკვე სამი წელიწადია, ფაქტობრივად, ნათესავებს აღარ ინდობენ... 

და ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთის, ჩინეთის, თურქეთისა და ირანის მესვეურებმა (ფაქტობრივად, იმპერატორებმა...) გამოძებნეს საერთო ენა, „ბრიქს“-ში მიღებას ნატოს წევრი თურქეთი ითხოვს, დსთ-ის წევრებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს ანიჭებს და „ანგლო-საქსური კავშირის“ ფორმირების თაობაზეც ვრცელდება ინფორმაცია (აშშ, ინგლისი, ავსტრალია... შეიძლება, ისრაელიც შეიმხანაგონ...), ევროკავშირში გაწევრიანების იმედით, ქართველები უარს ვამბობთ ერდოღანის მიერ შემოთავაზებული ექვსთა კავშირის (აზერბაიჯანი, თურქეთი ირანი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი) ფორმატში მეზობელ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ არც აფსუა-აფხაზებს უძახიან და არც ოსებს... 

ამასთან, აბსურდთან გვაქს საქმე, როდესაც ამერიკელებების შემდეგ, ქართველ მაღალჩინოსნებს „ევროიონტეგრაციის პროცესის შეფერხებისთვის“ უკვე ინგლისელებიც უპირებენ „დასანქცირებას“, რომლებმაც ევროკავშირზე თავად თქვეს უარი... არადა, გამორიცხული არ არის საფრანგეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა და ჩეხეთმაც მიბაძონ. 

მაინტერესებს, „დამეგობრებული“ პუტინი, ერდოღანი (ბათუმისთვის ლექსი რომ აქვს მიძღვნილი...) და პეზეშკიანი (ირანის პრეზიდენტი, რომელსაც მშობლები თურქები ჰყავს) საქართველოს ტერიტორიის გადანაწილებაზე რომ შეთახმდნენ, ნატოს ჯარი დაგვიცავს თუ ევროკავშირის ქვეყნები მოგვამარაგენენ იარაღით?! 

სწორედ ზემოაღნიშნული მოცემულობების ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ სამშობლოში შემორჩენილი ქართველების ერთმანეთთან მორიგი დაპირისპირება ისევ „ვიღაც მესამის“ ინტერესებშია. აქედან გამომდინარე, ისევ ტრამპის გონივრულობის და საქართველოსადმი მისი კეთილგანწყობის იმედი მაქვს. 

მართალია სერბეთიც და შვეიცარიაც მზად არიან რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას უმასპინძლონ, ტრამპს ბუქარესტში ჩასვლას და პირველ რიგში, მაია სანდუსთან შეხვედრას ვურჩევდი. ვინაიდან სახელმწიფო ენა უკვე ერთია აქვთ (რუმინული) და მოლდავეთის მოქალაქეთა უმრავლესობა იმავდროულად რუმინეთის მოქალაქეა, დარწმუნებული ვარ, ამ ორი სახელმწიფოს გაერთიანების თაობაზე საბოლოო აშშ-ის შუამავლობით შეთანხმების მიღწევა აშკარად პოზიტიურ განწყობას შექმნიდა აღმოსავლეთ სლავების მოსარიგებლადაც. 

ვინაიდან ტრამპი ზელენსკისთან კომუნიკაციაშია, ბუქარესტში ჯერ მას შეხვდებოდა, რის შემდეგადაც პუტინსაც გაესაუბრებოდა და ორივე მხარეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ხოლო ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ უკრაინას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდებოდა. მით უმეტეს, რომ მიწის ნახევარზე მეტი უკვე ამერიკული კომპანიებს აქვთ შეძენილი... არსებითი აღარ არის საზღვარი დნეპრზე გაივლის თუ ტერიტორიის გადანაწილებაზე მოგვიანებით შეთანხმადებიან, ფაქტია, თუ აშშ ნატოს არ დააფინანსებს, უკრაინა შეძლება საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან, ხოლო ხოლო კომპრომისი შანს უტოვებს დნეპრის დასავლეთი ან კეთოლიკეებით დასახლებული ნაწილის მაინც გახდეს ევროკავშირის წევრი. 

ცხადია, თუ ოკეანისგაღმელი „სტრატეგიული პარტნიორები“ ე. წ. სამეზობლო დავას აღარ გაამწვავებენ (იარაღს არ მიწვდიან) სლავები „სამეზობლო დავას“ თავად მოაგვარებენ. მით უმეტეს, უკრაინა, ფაქტობრივად, რუსეთის განაპირა ნაწილი „ოკრაინაა“, რომელსაც „მალოროსიადაც“ მოიხსენებენ. 

კარგი იქნებოდა, ბუქარესტში ლუკაშენკოც მიეწვიათ და ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სლავური სახელმწიფობის ლიდერებს საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტის შექმნის თაობაზე მიეღოთ გადაწყვეტილება. შესაძლებელია, „სლავური კონფედერაცია“ ან, თუნდაც „სუვერენულ სლავურ რესპუბლიკათა კავშირიც“ (ანუ, ისევ „სსრკ“ უწოდონ...), მთავარია, გარდა იმისა, რომ ერთიანი კოლექტიური მმართველობის ორგანოს, საზღვრის, ჯარისა და ვალუტის შექმნით მოგვარდებოდა თავად ამ სახელმწიფოებში და ერთმანეთთან ურთიერთობებშიც არსებული პრობლემები, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში საქართველოსაც გაუჩნდებოდა შანსი აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა და არსებითად გაეუმჯობესებინა ეკონომიკური მდგომარეობაც. 

დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ, ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული სლავებიც რეფერენდუმითვე დემოკრატიული განვითარების გზას და ევროინტეგრაციას აირჩევენ, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ევროპული ტიპის სამსუბიექტიანი „სსრკ“-ის ევროკავშირში გაწევრიანებამდე, საქართველოსაც აღადგენდა თანამშრომლობას დსთ-სთან, რომელშიც რუსეთს ახალი სუბიექტი ჩაანაცვლებდა. ამასთან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ჩვენის ქვეყანა „ბრიქს“-შიც გაერთიანდებოდა და ექვსთა კავშირშიც. 

ვინაიდან ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით (რუსეთი ბაზების გამყვანი არ არის, ხოლო ნატოს საკუთარი წევრებისთვის ვერ მიუგვარებია ტერიტორიული დავები), საქართველო ახალ სახელმწიფოს ან უკვე მისი მონაწილეობით ფორმირებულ დსთ-ს გრძელვადიანი იჯარით (49 წლით) გადასცემდა მიწის ნაკვეთებს სამხედრო ბაზების განსათავსებლად, ხოლო სარგებლობის ქირას ე. წ. ბარტერით (მაგ., ნავთობპროდუქტებითა ნ მარცვლეულით) მიიღებდა. მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი სლავებს უკვე დავუთმეთ (რაც არ არის გასაკვირი, როდესაც „რევოლუციებით“ ხელისუფლების გადაბარება, ფაქტობრივად, ორივეჯერ „ივანოვების“ ჩარევით მოხდა...) და მარცვლეულის 95 %–იც სწორედ მათგან შემოგვაქვს... 

მართლია ზოგიერთ ჩვენ „სტრატეგიულ პარტიორს“ საქართველო, ფინიად წარმოუდგენია და უკვე 30 წელია, რაც „მიმავალი ქარავნის საყეფად“ აქეზებს, მაგრამ რეალობაა, რომ საკმაოდ მომძლავრებული რუსეთი ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამასთან, კონფრონტაცია კარგ არაფერს გვიქადის, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში უკვე კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა შექმნილი... 

შესაბამისად, ვისურვებდი, ტრამპს ბუქარესტში საქართველოდანაც მიეწვია მისთვის სასურველი პოლიტიკოსი და ახალ სლავურ სახელმწიფოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ერჩია, ხოლო თუ „ჩრდილოელი მეზობელი“ არ იქნებოდა წინააღმდეგი, საქართველოს სამხრეთ რეგიონებში (მაგ., ფოთთან, ახალქალაქთან ან მარნეულთან ) ნატოს ან ანგლო-საქსური კავშირის სამხედრო ბაზების განლაგების შესაძლებლოებაზეც ემსჯელა. 

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×