რეზონანსი
18.01.2025

„არა პოლიციურ რეჟიმს, ცეცხლი ოლიგარქიას!“ - ამ სლოგანით ამ წუთებში ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მიდიან და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ მელიქიშვილის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილი.

მსვლელობის მონაწილეებს უკეთიათ ე.წ. „ბალაკლავა“ და ნიღაბი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. მათი განმარტებით, ამგვარად ისინი პროტესტს და დაუმორჩილებლობას უცხადებენ ე.წ. ოლიგარქიულ რეჟიმს და იმ კანონს, რომელიც საჯარო სივრცეში „ბალაკლავას“ ტარებას კრძალავს.

მათივე განმარტებით, ასეთი აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან აქციების დროს დაკავებულები და არ დაინიშნება არჩევნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×