რეზონანსი
18.01.2025

ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი, გია ვოლსკი „ფეისბუქზე" წერს.

გია ვოლკსი თავის პოსტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს ურთავს. ასევე, ვოლსკი აქვეყნებს ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მიერ დონალდ ტრამპის შეფასებასა და არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებების ვიდეოებს.

„მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო!

საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან ("აპრავებენ") ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები!" - წერს ვოლსკი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×