
დღეს სოციალურ ქსელში ბათუმში ფაკარგულ მოზარდთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა.
„ჩემო ქართველებო, დამეხმარეთ, 555105500 ნათია, ჩემი შვილი მაპოვნინეთ" - წერია გავრცელებულ პოსტში.
გუშინ კი იგივე მოზარდის თაობაზე ინფორმაცია ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ გაავრცელა:
„მეგობრებო! 2025 წლის 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე!
პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე!
გთხოვთ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეატყობინოთ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს (555105500, 599451122)", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.