რეზონანსი
18.01.2025

„ლარის მეტად გაუფასურებას არ ველოდები", - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

„დღეს რა სურათიც გვაქვს და იმით, რაც ბოლო 4-5 თვეში ვნახეთ, დავრწმუნდით იმაში, რომ ეროვნული ბანკი ისეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორზეც მანამდე არ ყოფილა.

ვგულისხმობ, იმას რომ როდესაც ლარი კურსი უფასურდება არა მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ აჟიოტაჟური ან ცრუ მოლოდინების შექმნის საფუძველზე, ეროვნული ბანკი ბაზარზე მყისიერად ერევა და იჭერს იმ წონასწორულ ნიშანს, რომელიც ბუნებრივ მოცემულობაში უნდა იყოს.

ლარის მეტ გაუფასურებას არ ველოდები, ერთის მხრივ, როგორც ვთქვით, ეროვნული ბანკის სიძლიერიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ, ეკონომიკის მოსალოდნელი გაუმჯობესების, გაჯანსაღების პირობების გათვალისწინებით," - განაცხადა ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×