რეზონანსი
18.01.2025

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს. ქაჯაია აცხადებს, მას უბრალოდ სასამართლოდან უწყება მიუვიდა.

ბაჩო ქაჯაიას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი და დაეკისრება თუ არა მას ადმინისტრაციული სახდელი, აღნიშნულზე სასამართლო 21 იანვარს, 17:00 საათზე იმსჯელებს.

მსახიობის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განმარტებით, ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

ადვოკატის თქმით, ბაჩო ქაჯაია 9 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და ედავებიან, რომ გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ მსახიობს, ანა ტყებუჩავას, არსებული ინფორმაციით, მასაც იგივე ქმედების ჩადენას ედავებიან და მისი სასამართლო პროცესი 22 იანვარს გაიმართება.

ცოტა ხნის წინ მსხიობმა კახა გო­გი­ძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანა ტყებუჩავა და ბაჩო ქა­ჯა­ია 5 000 - 5 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს.

„ახლა გა­ვი­გეთ, რომ ჩცდ-ს მსა­ხი­ო­ბებს შე­ე­სია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად ანი ტყე­ბუ­ჩა­ვას და ბაჩო ქა­ჯა­ი­ას მი­უ­ვი­დათ ჯა­რი­მე­ბი, 5 ათას ლა­რი­ა­ნი. ხალ­ხო ხომ არ გა­გიჟ­დით მანდ? ასეა, თქვენ­თვის პრობ­ლე­მაა ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის სე­რი­ე­ბი, თქვენ­თვის ნი­ჭი­ე­რე­ბაა პრობ­ლე­მა, რად­გან თქვენ ბოღ­მა და და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლე­ბი ხართ" - თქვა გო­გი­ძე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×