რეზონანსი
18.01.2025

ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ პროკურატურაში მათი ორგანიზაციის სახელით განცხადების შეტანის შემდეგ.

მისივე თქმით, პროკურატურამ აღნიშნული საქმე 7 მუხლით უნდა გამოიძიოს.

„ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას. ვფიქრობთ ჩვენ, დაახლოებით, 7 მუხლით უნდა იყოს გამოძიებული ეს პრობლემა. პროკურატურის პრეროგატივაა, რამდენი დარჩება ამ მუხლიდან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს ქართული პოლიტიკის გათავისუფლება", - განაცხადა კაკაბაძემ.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×