რეზონანსი
18.01.2025

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას ულოცავს. ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!! ხვიჩას ვუსურვებ ძალიან ბევრი ტიტულის და, რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მოგებას", - წერს კობახიძე.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი გახდა. ქართველმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×