რეზონანსი
18.01.2025

ბიზნესმენის თემურ ჭყონიას განცხადებით, ხელისუფლებას არ აინტერესებს, სანქციები დაუწესდება თუ არა, რაც აუხსნელია. ამის შესახებ ჭყონიამ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„სანქციების გაძლიერება საჩუქარი ჰგონია ბევრს. სანქციებს აქვს თავისი მორალური მხარეც, თუ მორალური მხრიდან შევხედავთ, არ აინტერესებთ. ჩემთვის მაგალითად, სანქციები რომ დაეწესებინათ, შეიძლება ამ ამბავს გადავყოლოდი, არიან ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სანქციები ჯილდო ჰგონიათ, ეს ჩემთვის აუხსნელია, ამაზე პასუხი არ მაქვს. მე კი არა, არავის ექნება," - განაცხადა ჭყონიამ.

თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა შეხვედრას მართავს. სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შეკრება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" მიმდინარეობს. შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას განიხილავენ, თუ რა გავლენა იქონია არსებულმა ვითარებამ ეკონომიკაზე.

სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რაც შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახოს. ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ თუ არსებული პოლიტიკური ვითარება არ დასტაბილურდა, 2025 წელი ეკონომიკური სტაბილურობისა და გაძლიერების თვალსაზრისით, სავალალო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×