რეზონანსი
18.01.2025

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ავრცელებს.

„მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ", - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ორივე ქვეყნისთვის კარგი იყო და ჩინეთის პრეზიდენტთან ვაჭრობის, TikTok-ის, ფენტანილისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.

„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გახდეს!" - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×