რეზონანსი
18.01.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა.

„ამ ვიზიტს აქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს არჩევნებში გამარჯვება და არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა. შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი გარანტი იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება“, - აღნიშნა სალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×