რეზონანსი
18.01.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარეს, ჯიმს რიშს მოუწოდებს, საკუთარი შეხედულებები გადააფასოს.

„ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა. მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს – ერთადერთი ესაა, რაც შემიძლია ვუთხრა ბატონ რიშს“,– განაცხადა კობახიძემ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოთი იმედგაცრუებულები არიან. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×