რეზონანსი
17.01.2025

19 იანვარს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

ღონისძიების წინ დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა, მან 60.7 კგ დააფიქსირა (მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2კგ-ია). ბრძოლამდე მხოლოდ აწონვების საჩვენებელი ღონისძიება რჩება, რომელიც თბილისის დროით ხვალ, გამთენიისას გაიმართება.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

ქართველს MMA-ში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 18 გამარჯვება აქვს, ასევე მან ბოლო 11 ბრძოლაში გაიმარჯვა. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, შერეულ ორთაბრძოლებში მას 18 მოგება აქვს და არცერთხელ დამარცხებულა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×