რეზონანსი
17.01.2025

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. მანამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული პოლიციელები მოქალაქეებს გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, აქციაზე არ იყო მოქალაქეების ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო გზის გადასაკეტად.

მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზა მაინც გადაკეტეს, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებული არიან და ხვალ სახლებში მიუვათ 5000 - ლარიანი ჯარიმა.

პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ყველგან პოლიცია, არასად სამართალი!”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×