რეზონანსი
17.01.2025

დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კვარას განსჯას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა.

„მამაჩემის ნაპოლიდან წასვლა? მაშინ სულ სხვა დრო და ადამიანები იყვნენ, თანაც მამაჩემს გუნდი ასე მოულოდნელად არ დაუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მის განსჯას არ ვაპირებ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც „ნაპოლის“ მესამე სკუდეტოს მოგებაში მთავარი როლი ითამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო კვარას ყველაფრისთვის“, - განაცხადა დიეგო მარადონა უმცროსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×