რეზონანსი
16.01.2025

ადვოკატის ინფორმაციით, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან პენიტენციურ დაწესებულებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აპირებს შესვლას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

„რამდენიმე წუთში გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულებ ანდრო ჭიჭინაძეს. დღეს განსხვავებული შეხვედრა იქნება.

ანდროსთან ციხეში საგამონაკლისო წესით ჩემთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირები შევლენ.

ეს არის კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერისა და სინდისის პატიმრების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის!“ - წერს მიგინეიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×