რეზონანსი
15.01.2025

დანაშაულების სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი. ყველა მედიასაშუალება ამა თუ იმ ფორმით იქნა დარბეული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ბიზნესის რეკეტი მიმდინარეობდა იმით რომ ხელში ჩაეგდოთ ბიზნესები და ამით ბიზნესის სრული კონტროლი მოეხდინათ. მოხდა ძალიან ბევრი ადამიანის უფლებების დარღვევა, როგორც სისხლის სამართლებრივი კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ვხედავდით თუ როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება.

ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ომის საკითხი იმიტომ, რომ ის ვითარება, რაც საქართველოში მაშინ პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდა შექმნა, გახდა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ომის შემდგომ თუ რატომ მოხდა ჩვენი სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთზე, რატომ მოხდა დადანაშაულება საერთაშორისო დოკუმენტებში და რეზოლუციებში ჩვენი ჯარისკაცების და ა.შ.", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნება. პირველივე კვირას შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. კომისია ექვსი თვე იმუშავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×