რეზონანსი
15.01.2025

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.

საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 315-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო საყოველთაო მობილიზაციის შესახებ 310-მა დეპუტატმა.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის გასახანგრძლივებლად ჩატარებული მე-14 კენჭისყრაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×