რეზონანსი
15.01.2025

თბილისის 168-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს მე-5 კლასის მოსწავლის, მიშიკო ამანათაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო…

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე ონავარო ბიჭო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

როგორც ” გურია ნიუსს” წყარომ განუცხადა, მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

“საშინელი ტრაგედიაა. მიშიკო ავარიაში მამასთან ერთად მოხდა და დაიღუპა, მამა კი გადარჩა”, - ამბობს წყარო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×