რეზონანსი
13.01.2025

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს.

როგორც ფიცომ ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას განაცხადა, მან კოალიციურ პარტნიორებს არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად ვადა მარტამდე განუსაზღვრა.

„თუ სლოვაკური ეროვნული პარტია და „ხმა“ არ უზრუნველყოფენ პარლამენტის ფუნქციონირებას, ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება. ვეტყოდი, რომ მოაგვარონ ეს, ან ჯოჯოხეთში მოვხვდებით“, – განაცხადა ფიცომ.

კოალიციური კრიზისი სლოვაკეთის ეროვნული პარტიის სამი დეპუტატის ფრაქციიდან გასვლამ გამოიწვია, რომელთაც მიზეზად შიდა დაპირისპირება დაასახელეს. შედეგად, 150 მანდატიან პარლამენტში ფიცოს კოალიცია მხოლოდ მინიმალურ, 76 მანდატს ფლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×