რეზონანსი
13.01.2025

ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული და აგრესიული "ოცნების" წევრები - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტრია აბუ-დაბიში მომხდარს, სადაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე რესტორანში თავს დაესხნენ საქართველოს მოქალაქეს. 

ხოშტარიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, სადაც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის შეხვდებათ ერთი ღირსეული საქართველოს მოქალაქე მაინც, რომელიც პასუხის მოსთხოვს იმ ძალადობრივ და რეპრესიულ პოლტიკაზე, რასაც ისინი ქვეყანაში და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებენ. 

აბუ დაბიში მოინდომეს კარგად ყოფნა და იქაც მათ შეხვდათ ღირსეული საქართველოს მოქალაქე, რომელმაც უთხრა სიმართლე. როგორც აქ, მოსამართლეებს ეუბნებიან სიმართლეს, ზუსტად ასე უთხრა სიმართლე და ჩვენ ვნახეთ, სახედაკარგული და აგრესიული "ქართული ოცნების" წევრები. ეს აგრესია მოდის სისუსტისგან. ვერსად ვერ წახვალ, ვერ შეჭამ ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ არ ჩაგიფურთონ", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×