რეზონანსი
13.01.2025

დეპუტატებსა და ლაშა გაბიტაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე აბუ-დაბიში ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, რომელიც "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, სასტუმროში კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და დეპუტატებს მხარი დაუჭირა.

კადრებში ჩანს, რომ გიორგი გოგოლაძე ლაშა გაბიტაშვილის მისამართით თეფშს ისვრის. აბუ-დაბიში გუშინ დეპუტატებთან დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი დღეს დილით ხელჩართული ჩხუბით გაგრძელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებეულ კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. ინციდენტის შემდეგ გაბიტაშვილმა სამართალდამცავებს მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×