რეზონანსი
13.01.2025

მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას ეხება, კახა კალაძე პასუხსობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნისგან ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარი შვილი ომში მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში აკავებდნენ და ფრონტზე უშვებდნენ.

„ის რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ვხედავთ ყველა, რამხელა უბედურება ტრიალებს. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი, უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა დაეღუპა, ქვეყნიდან გავიდა უამრავი ოჯახი. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა ძალიან მძიმეა, როცა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი საუბრობს, რომ თავის შვილს მოხალისედ წასვლა გადააფიქრებინა, მაშინ როცა პირდაპირ აკავებდნენ ხალხს, ფრონტზე გასაშვებად. პარალელურად ჩვენგან პირდაპირ ჩარტერული რეისების დანიშვნას ითხოვდნენ, რაც ომში ჩართულობის მოწოდება იყო.

მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×