რეზონანსი
13.01.2025

რადიკალების მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი და მათ ამორალურს უწოდებს.

როგორც ექსპერტი წერს, რადიკალები ქართველების მენტალურ გენოციდს ახორციელებენ, ვინაიდან ის რასაც ისინი სჩადიან, შორსაა ქართველობასთან.

დავით ქართველიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ვითარების გამოსწორების ოპტიმისტური სცენარი არ აქვს.

„რიტუალური შარდვის" პერფორმანსები (ჩვენს საფლავებზე, პარლამენტის ფოტოზე, წმინდანების ძეგლებზე) ჩაანაცვლა „რიტუალური ფურთხის" შიგ-ევროპულმა ტრადიციებმა. ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი" და ქართველობასთან „გალაქტიკურად" შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები.

აღარაფერს ვამბობ მოხუცებული პატრიარქის ფიზიკური მოსპობის დაუოკებელ სურვილზე, ვუდუ-როკვაზე, მაცხოვრის გამოსახულებით სასახლის დაწვაზე, ჯადოს რიტუალებზე და ა.შ. არაფერს ვამბობ უბინძურესი ლექსიკით შექმნილ „შედევრებზე", რომლებმაც ამ „პიროვნებების" ჰიტ-პარადებში წამყვან ადგილებს იკავებენ. ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ერის გენეტიკური ჯაჭვის გარღვევა, რომლის დამპალი და ჩაჟანგებული რგოლების აღდგენას ათეული წლები დაჭირდება.

მაოცებს ჩემს მიერ აქამდე უაღრესად პატივსაცემი ადამიანების მხრიდან ამ ბაკქანალიის არა იმდენად ღია მოწონება, რომელსაც შეიძლება ადგილი არც კი ჰქონოდა, არამედ მათი დუმილი და ამით ამ სიმახინჯის წახალისება.

ცუნამიმ, ტორნადომ, ქარიშხალმა, ხანძარმა, გამყინვარებამ, გვალვამ, უკანასკნელ 4 წელიწადში გადაუარეს ამერიკას, უამრავი მსხვერპლი და ნახევარ ტრილიონის ზარალი მიაყენეს ქვეყანას. მაგრამ! ეს ჩვენი მენტალური ზარალი რომელ თანხაში გავატარო? რომელ კატასტროფას შევადარო?

აქტიური შემსრულებელი შეიძლება ასობით შემოიფარგლებოდეს, მაგრამ მათი ღია თუ ფარული წამხალისებელი გულშემატკივარი - ასობით ათასობითაა. მე მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ვითარების გამოსწორების არანაირი ოპტიმისტური სცენარი არ გამაჩნია..." - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×