რეზონანსი
13.01.2025

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღიარა, რომ უკრაინის დასაცავად ომში საკუთარი შვილი, 18 წლის ეგორ კულება არ გაუშვა.

ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში კულებამ აგრეთვე უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის დაწევის შესახებ ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ომში გასაწვევი პირების ასაკს 18 წლამდე არ დაწევენ.

„წვევამდელთა ასაკი არ შემცირებულა და ასე ერთბაშად 18 წლამდე არ შემცირდება. ალბათ, ერთი ან ორი წლით თუ შემცირდება. ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ეს გაუხარდება, ჩემი 18 წლის შვილია. მე ძლივს დავარწმუნე ჩემი 18 წლის ვაჟი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, ომში არ წასულიყო“.- აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვაჟი ავსტრიაში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×