რეზონანსი
13.01.2025

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში მიხაილ როთის ვიზიტს. მისი თქმით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საზოგადოებას დაპირისპირებისკენ მოუწოდებს, რათა საპროტესტო აქციები რევოლუციაში გადაიზარდოს.

„უღირსი საქციელით, თავისი უღირსი განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველაფერს რაც ქართულია. მოუწოდებს ხალხს, რომ ისეთი ძალა გამოიყენონ, იქნებ როგორმე სისხლი დაიღვაროს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი უხეში შემოჭრით ქართულ პოლიტიკაში, ყველანაირ ნორმას არღვევს. უტიფრობის მწვერვალია, რასაც ის აკეთებს და რაც მთავარია საზოგადოებას ჯახისკენ მოუწოდებს, რომ როგორმე იქნებ ეს საპროტესტო მუხტი რევოლუციურ ქმედებებში გადაიზარდოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×