რეზონანსი
13.01.2025

სასამართლო, "ბათუმელების" დირექტორის მზია ამაღლობელის აღმკვეთ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ორი დღის წინ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის დროს დაკავებულ 12 პირს შორის იყო. 

მოგვიანებით, ის სხვა ოთხ დემონსტრანტთან ერთად, რომელთაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედებოდა ბრალად, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა, მალევე მისი აყვანა უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მოხდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×