რეზონანსი
12.01.2025

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი.

მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.

„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული - 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთ მხოლოდ 173-ე მუხლით, რაც პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, - განაცხადა დგებუაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. თავდაპირველად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერების გაკვრას შეეცადა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ასევე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე. ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, "ძლიერი საქართველოს" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და " გახარია - საქართველოსთვის" წევრი ელიზბარ ჩხიკვაძეც. "ბათუმელების" ინფორმაციით, დაკავებულია გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×