რეზონანსი
12.01.2025

მსაჯულების ნადიმი ჩაიშალა. რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეებმა საახალწლო ღონისძიების აღნიშვნა სცადეს, ახლაც პროტესტი და ხმაურია. 

ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელმაც კორპორატიული წვეულება დროზე ადრე დატოვა, მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს და შეახსენეს, რომ ის კლანის მორჩილი მსახურია. საბოლოოდ, მოსამართლე საკუთარ ავტომობილამდე პოლიციამ მიაცილა. 

ადგილზე იმყოფებოდა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელიაც. მისი თქმით, მოსამართლე, რომელიც ხალხის აგრესიის მიზეზი გახდა, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ხელისუფლების დავალებებს უპირობოდ ასრულებს. 

ადამიანი ცდილობდა ავტობუსში ასვლას და იქ უბრალოდ, მზაგვრებმა არ აუშვეს. ეს არის ერთ-ერთი ცნობილი ზონდერი მოსამართლე, რომელსაც  ყველაფერი უკადრია და კადრულობს. მქონდა შესაძლებლობა, ამ წლების განმავლობაში რასაც ვფიქრობდი მასზე, მისთვის მეთქვა. ამ პროტესტს ვერაფერი დაუპირისპირდება, - თქვა ნიკა მელიამ. 

პროტესტი მოყვა შენობიდან სხვა მოსამართლეების გამოსვლასაც. პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებაში ეხმარება. "მონა!" - ისმის ადგილზე საპროტესტო შეძახილები.

პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ადგილზე პერფორმანსიც დადგეს. დაანთეს ცეცხლი და გაშალეს ბანერი წარწერით "ცეცხლი ჭამეთ".  

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის ჩართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×