რეზონანსი
12.01.2025

უკრაინამ უნდა გაიხსენოს პოლონეთისგან მიღებული დახმარება, MiG-29-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემაზე ბოლოდროინდელი მოწოდებების კონტექსტში. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ესმის უკრაინის პრეზიდენტის.

„ერთი მხრივ, მესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან მისი როლია, ყოველთვის მოითხოვოს მეტი დახმარება, მაგრამ ვფიქრობ, მან და უკრაინამ ასევე უნდა გაიხსენონ, რომ როდესაც სხვები მხოლოდ ჩაფხუტებს გზავნიდნენ, ჩვენ ტანკებს ვგზავნიდით", - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×