რეზონანსი
12.01.2025

თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.

ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ.

„[ეს მოსამართლეები] უძარღვოდ, უსისხლოდ, უსულგულოდ არიან დაბადებულები. აღარც ის მჯერა, რომ საკუთარი შვილები უყვართ, დედას, რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს, ის სხვის შვილსაც ითვალისწინებს. ახლა რა აჯილდოებენ? ანუ კარგად შეასრულეს დავალება და დღეს ქეიფობენ. ჩვენი შვილები გარეთ იქნებიან, მათმა შვილებმა იკითხონ, როგორ სახელს დაუტოვებენ შვილებს, თორემ ჩემი შვილი ჩემითაც ამაყობს, მე კიდევ ჩემი შვილით. დღეს ყველა მშობელი უსამართლოდ დაპატიმრებული რუსული რეჟიმის ტყვეების მშობელი, ყველა ამაყობს თავისი შვილით. 21-ე საუკუნეში პატრიოტიზმი ისჯება. ამას მივაღწიეთ? ეს გვინდოდა?", - განაცხადა დეკემბერში დაკავებული, ნიკა კაციას დედამ, მარინე აფციაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×