რეზონანსი
12.01.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი.

„მომდევნო დღეებში ნალექების ინტენსივობა მოიმატებს. 14 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი აღინიშნოს. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. მომდევნო დღეებშიც ტემპერატურის კლება და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

დღეს და ხვალ თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია. 14 იანვარს თბილისშიც მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება", - განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ „ქრონიკასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×