რეზონანსი
12.01.2025

რუს ირაკლი დგებუაძეს პასუხი უნდა ვაგებინო, სად არის? - ასე მიმართა ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციელებს.

მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ პოლიციელები ბიძინა ივანიშვილის მსახურები არიან.

„თქვენ გყავთ მონა უფროსი? მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა. მე მინდა, რუსის მონას, დგებუაძე, ვაგებინო პასუხი, თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები, სად არიან, რატომ იმალებიან, ჩვენს ქვეყანას ევროპა უნდა. სად არის დგებუაძე, პოლიტიკურ დისკუსიას ნუ მიმართავთ. კონსტიტუციის დარღვევა არ არის ევროპაზე უარის თქმა, გინახავთ დასისხლიანებული ხალხი? გურამ როგავა ნახეთ,?- მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციას, რაზეც სამართალდამცველმა უპასუხე:

"თქვენ ხართ ემოციური და ძალადობისკენ მოუწოდებთ. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას",- განუცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×